Forbes Russia-ს ჟურნალისტი არმიის შესახებ "ყალბი ამბების" გავრცელების ბრალდებით დააკავეს

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი, სერგეი მინგაზოვი, რომელიც მუშაობს ჟურნალ Forbes-ის რუსულ გამოცემაში დააკავეს რუსული არმიის შესახებ "ყალბი ამბების" (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი) გავრცელების ბრალდებით. ინფორმაციას Forbes Russia ჟურნალისტის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი მინგაზოვი შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკის იზოლატორშია მოთავსებული. 

დაკავების მიზეზი, ადვოკატ კონსტანტინე ბუბონის თქმით, გახდა ჟურნალისტის მიერ საკუთარ "ტელეგრამის არხზე" ბუჩაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით პუბლიკაციის "რეპოსტი".

Forbes Russia ამბობს, რომ ჯერჯერობით ჟურნალისტთან დაკავშირება ვერ შეძლეს. დაკავებულს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი