უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ მოსკოვში, აეროდრომზე რუსული ვერტმფრენი KA-32 გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ მოსკოვის ოსტაფიევოს აეროდრომზე რუსი სამხედროების კა-32 ვერტმფრენი გაანადგურეს. 

"2024 წლის 26 აპრილის ღამეს, ქალაქ მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოსტაფიევოს აეროდრომზე განადგურდა მტრის მრავალფუნქციური ვერტმფრენი Ka-32" - ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის ცნობით, აეროდრომი ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ოპერირებს "გაზპრომავიასთან" ერთად, რომელიც "გაზპრომის" ნაწილია.

უწყება ამბობს, რომ ამ ვერტმფრენს რუსეთი იყენებდა მისი საოკუპაციო ჯარების ოპერაციების მხარდასაჭერად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი