თუშეთის გზაზე მანქანა გადავარდა - არის მსხვერპლი, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები

გამოქვეყნდა:

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ე.წ. ბოთლის წყლის მიმდებარედ, ავტომანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. დაშავებულთაგან კი ერთის ამოყვანა მოხერხდა.

ამ წუთებში მიმდინარეობს დანარჩენი მგზავრების სამძებრო სამუშაოები.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მიემართებიან.

"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მიდის და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი