ხელოვნების ეროვნული მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაცია ხვალიდან უნდა დაიწყო. სად გადანაწილდება ეროვნული საგანძური ამ დრომდე გაურკვეველია, კულტურის სამინისტროს სავარაუდოდ კონკრეტული გეგმა არ აქვს.
არც ჯანაშიას სახელობის მუზეუმში და არც ამირანაშვილის მუზეუმთან არსებულ შენობაში, სადაც აანონსდებოდა ხელოვნების ექსპონატების დაბინავება, არანაირ სამზადისი დაწყებული არ არის.
არც საცავებია მომზადებული და არც უსაფრთხოების ზომებზე უზრუნია ვინმეს.
ირკვევა, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორი კი ევაკუაციის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, შვებულებაშია.
ცნობისთვის, 4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. სამინისტრო მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო აპირებს მუზუემი დაცალოს.
გარდა ამისა, საპატრიარქო ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს. წერილი პატრიარქმა პრემიერს უკვე მიწერა.