საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატის კარედის გადაცემას კიდევ ერთხელ ითხოვს. წერილი კათოლიკოს პატრიარქმა პრემიერმინისტრისა და თეა წულუკიანის სახლეზე გუშინ, 2 აგვისტოს გააგზავნა.
წერილში ილია მეორე წერს, რომ ხატისთვის ანჩისხატში დამზადებულია სპეციალური ვიტრინა და ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარეს.
"ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო.
ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი: ბატონი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც.
მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისათვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად", - აღნიშნულია წერილში.
ცნობისთვის ანჩისხატი ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმშია დაცული და უცნობია რა ბედი ეწვა მას 5 აგვისტოს შემდეგ.
ცნობისთვის, 4 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. სამინისტრო მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო აპირებს მუზუემი დაცალოს.
შენობაში ჩვენი ქვეყნის სამუზეუმო ფასეულობათა 80 პროცენტზე მეტია თავმოყრილი. სამინისტრო ამბობს, რომ შეობას არ დაანგრევენ. ამ თემაზე 5 აგვისტოს რამდენიმე აქციაა დაგდეგმილი: