2:1 - 39 წელი გამარჯვებიდან

გამოქვეყნდა:

39 წელი დიუსელდორფის ფინალიდან და ქართული ფეხბურთის ერთადერთი და ბოლო საერთაშორისო წარმატებიდან.

თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის "დინამომ" გერმანიის "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ  თბილისში სახალხო დღესასწაული დაიწყო და როგორც მაშინდელი წყაროები ამტკიცებენ, ქუჩაში 500 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.

რთულია გამოყო გამარჯვების რომელი ემოცია უფრო დიდი იყო, დარასელიას გოლი, ლატანცის საფინალო სასტვენი, თუ დინამოს მასაჟისტის ანზორ გაბიტაშვილის გატაცებული ბურთი თუ კოტე მახარაძის დაუვუწყარი სიტყვები, ალბათ მაინც სპონტანურად ქუჩაში გამოსული ასიათასობით გულშემატკივარი...

გოგი თორაძე იმ ერთეულთა შორის აღმოჩნდა, ვინც იმ დღეს კამერით გასვლა გადაწყვიტა და მატიანეს განსაკუთრებული კადრები შემოუნახა.

ემოცია არ განელებია არც გამარჯვების გოლის ავტორის ოჯახს. ვიტალი დარასელიას შვილი ამბობს, რომ მამას გამარჯვების სჯეროდა.

თბილისში დაბრუნებას იხსენებს ფეხბურთელი, რომელმაც 39 წლის წინანდელი ფინალის ბედი შემოატრიალა, "დინამოს" დაუღლელი 8 ნომერი.

დღესაც ბევრი კითხვა ისმის, რა იყო იმ დინამოს წარმატების საიდუმლო, მწვრთნელი, ნოდარ ახალკაცი, საოცარი დაცვა ჩივაძისა ხიზანიშვილით, ყიოფიანი შენგელიას დუეტი, დარასელიას დაუღალავი ჩართვები, სულაქველიძის ძალა თუ გუცაევის თავბრუდამხვევი ფინტები, ალბათ ყველაფერი ერთად ეს დიდი გუნდი იყო და მხოლოდ დიდ გუნდებს შეუძლიათ 39 წლის შემდეგაც იგივე ემოცია განგაცდევინონ.

კორონა პანდემიის გამო წელს ეს დღე ყველაზე მოკრძალებულად აღინიშნა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი