"დიდი პროექტია. თავისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მოითხოვა" - შინდისის გმირების დაუსრულებელი მონუმენტის ავტორი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, შინდისში იმ მემორიალის ავტორი ჩავიდა, რომელიც დაპირების მიუხედავად ამ დრომდე არ დაუდგამთ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

ნუგზარ ჭავჭავაძე ამბობს, რომ მონუმენტის დასასრულებლად თარიღი ვერ გათვალა და ახალ თარიღს - წლის ბოლოს ასახელებს - "დიდი პროექტია. თავისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მოითხოვა და უამრავი საკითხის გადაჭრა"- ამბობს ჭავჭავაძე.

რაც შეეხება დაწყებულ გამოძიებას, მისი თქმით,  თავდაცვის სამინისტროსთვის ყველა დოკუმენტაცია აქვს გადაცემული და თუ საჭირო გახდება, კიდევ გადასცემს, თუმცა გამოკითხვაზე გამოძახებული არ ყოფილა.

აგვისტოს ომიდან 13 წლის შემდეგაც დაღუპული სამხედროების ძეგლი ისევ დაუსრულებელია. 

მემორიალის მოსაწყობად თავდაცვის სამინისტროს მილიონ ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი. მას შემდეგ კი რაც გავრცელდა ინფორმაცია , რომ დაპირების მიუხედავად, მემორიალი ისევ არ არის, ცნობილი გახდა, რომ დაწყებულია გამოძიება, შესაძლო თაღლითობის მუხლით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი