"შანე ბრუკი გააუპატიურეს და მოკლეს" | თბილისში მომხდარი მკვლელობა ამერიკულ მედიაში

გამოქვეყნდა:

„ნიუ-იორკ პოსტი“ თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. ამერიკული გამოცემა წერს, რომ ავსტრალიელი შანე ბრუკი გააუპატიურეს და მოკლეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სექსუალური ძალადობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

გამოცემის ინფორმაციით, თბილისის პოლიციას გარკვეული ინფორმაცია აქვს სავარაუდო მკვლელის შესახებ და უკვე ცნობილია, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, თუმცა სამართალდამცავები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებს არ ასაჯაროებენ.

ცნობისთვის, ავსტრალიელ შანე ბრუკის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მას თავს დაესხნენ. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს, "მთავარი არხის" დრონებმა გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი