სოხუმში ამბობენ, რომ ირაკლი ბებუას ვადამდე გათავისუფლება არ იგეგმება

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებული ირაკლი ბებუას ვადამდე ადრე გათავისუფლება არ განიხილება.

ამ განცხადებით ისინი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრს, თეა ახვლედიანს გამოეხმაურნენ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუასა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი, უახლოეს მომავალში ჰუმანიტარულ ჭრილში ისევე გადაწყდებოდა, როგორც ეს ზაზა გახელაძის შემთხვევაში მოხერხდა.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დროშის დაწვის ბრალდებით დააკავეს. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 10 ათასი რუბლით დააჯარიმეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი