1-წლიანი ტყვეობის დასასრული | ზაზა გახელაძე თავისუფალია

გამოქვეყნდა:

ტყვეობიდან ზუსტად 1 წლის თავზე, ზაზა გახელაძე ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა შეიწყალა. ბრძანება 14 ივლისს გამოქვეყნდა.

ზაზა გახელაძემ ცხინვალის ციხის დატოვების შემდეგ მედიასთან მხოლოდ ის თქვა, რომ ის "ღმერთის, პატრიარქის წყალობით და მთავრობის გვერდით დგომის" შედეგად გათავისუფლდა. მისივე თქმით, დღეს გათავისუფლებას არ ელოდებოდა. 

იგივეს ამბობენ გახელაძის ოჯახის წევრები.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, გატაცებამდე კი დაჭრეს.

საოკუპაციო რეჟიმმა მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი