ბანგლადეშში, მეხის დაცემის შედეგად, ქორწილის 17 სტუმარი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც Reuters წერს, მეხი მდინარე პადმაზე მცურავ ნავს დაეცა, რომელსაც ქორწილის სტუმრები გადაჰყავდა. დაშავებულთა შორის სიძეცაა. ცნობილი ხდება, რომ 14 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბანგლადეშში, მეხის დაცემამ, 2016 წელს 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი