ცესკოს ახალი თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პირველ ოფიციალურ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავს. შეხვედრა ცესკოში მიმდინარეობს.

მთავარი განსახილველი საკითხი მომავალი თვითმმართველობის არჩევნები და ცესკო-ს სამომავლო გეგმებია.

"ჩემი მთავარი ხედვა უკავშირდება ნდობასთან მიმართებაში იმას, რომ იქნეს უზრუნველყოფილი მაქსიმალური გამჭვირვალობა პროცესის, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ პროცესში იყვნენ ჩართულები ყველა ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაციები და პროცესი იყოს ინკლუზიური", - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი პროფესიონალი წევრი 2 აგვისტოს აირჩია. გიორგი კალანდარიშვილი აღნიშნულ პოსტზე 6 თვით იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი