ცესკო-ს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი დაამტკიცეს - პარლამენტმა წევრები აირჩია

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. კენჭისყრა რიგგარეშე სხდომაზე ცოტა ხნის წინ ჩატარდა. 

კალანდარიშვილს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგი იყო. 

რაც შეეხება მეორე კანდიდატურას - გიორგი სანტურიანს, მას მხარი 4-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. 

კალანდარიშვილი 6 თვის ვადით აირჩიეს. რაც შეეხება ცესკოს წევრობის კანდიდატებს, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • გია ცაცაშვილი -  81 მომხრე,  3 წინააღმდეგი - არჩეულ იქნა
  • ლელა ტალიური -   8 მომხრე,  2 წინააღმდეგი;
  • თამარ სართანია -  8 მომხრე,  1 წინააღმდეგი;
  • მაია ზარიძე - 81 მომხრე, 1 წინააღმდეგი.

ცნობისთვის, საკითხს კენჭი პარლამენტმა უკვე მეოთხედ უყარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი