მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე ექნებათ ახალი ფორმები - "თბილსერვისის" მორიგი დაპირება თანამშრომლებს

გამოქვეყნდა:

"თბილსერვისი" გაფიცულ თანამშრომლებს ანაზღაურების ზრდას ახალი წლის შემდეგ, ძველი ფორმის ახლით ჩანაცვლებას კი სექტემბრიდან პირდება. თანამშრომლები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო პროტესტს აგრძელებენ. 

მათი თქმით, მოლაპარაკებას მედიაც უნდა დაესწროს.

"ითხოვენ ფორმის შეცვლას, მიმდინარეობდა ტენდერი, სამწუხაროდ, რიგი პრობლემების გამო გაიწელა, თქვენ შეგიძლიათ ტენდერის პირობები ნახოთ. უკვე გვყავს გამარჯვებული, დღე-დღეზე, ალბათ დღეს უკვე ხელშეკრულებას დავუდებთ და მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე მათ მიეცემათ ახალი ფორმები", - თქვა "თბილსერვისის" დირექტორის მოადგილემ, დავით ფაჩულიამ.

"თბილსერვისის" დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ზაფხულის სიცხეში ძველი ზამთრის ფორმებით მუშაობა უწევთ, მათი თქმით, ტექნიკა წყობიდანაა გამოსული რის გამოც მძიმე ნაგვის ურნების თრევა ფიზიკურად უწევთ, მანქანებს წყალი გასდის, რის გამოც ქალაქში უსიამოვნო სუნი დგება

გარდა ამისა, თანამშრომლები ითხოვენ ხელფასი 50%-ით გაიზარდოს, კომპანიამ კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულოს.

ამავე თემაზე:

"თბილისს რომ ვალაგებ და სამართლიანობას რომ ვითხოვ, მაგიტომ მომიყვანეთ შსს?" - "თბილსერვისის" თანამშრომლები
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი