"მწვრთნელმა უთხრა, ძუძუზე ხელს თუ მომაკიდებინებ, დაგტოვებო" - სექსუალური შევიწროება ქართველ ქალ სპორტსმენებზე  

გამოქვეყნდა:

ბოლო წლებში აქტიურად დაიწყო საუბარი სპორტში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე, მათ შორის სექსუალური შევიწროების თემაზე. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 17 სპორტსმენი ქალის ისტორია შეაგროვა.

ქალები თბილისიდან და რეგიონიდან, იხსენებენ დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების ფაქტებს.

რამდენიმე ფაქტი, რომელსაც PHR-ის განცხადებით, ქალები იხსენებენ:

"ბევრჯერ შემოსულა [მწვრთნელი] თამაშამდე, წელზემოთ ვიყავით ხოლმე შიშვლები, წელქვემოთაც. ჩვენ გვითქვამს, რომ გასულიყო და მერე გადიოდა, მაგრამ კვლავ იგივე მეორდებოდა".[ფეხბურთელი ქალი]

"თბილისში წავსულვართ ერთად შეჯიბრებაზე, ერთ ოთახში ვყოფილვართ. გამეღვიძა და დავინახე, პორნოებს რომ უყურებდა ჩემი თანდასწრებით“. [მოფარიკავე ქალი]"

"ერთი ფაქტი იყო - კონფლიქტი მოუვიდა ერთ გოგოს და მწვრთნელმა უთხრა, ძუძუზე ხელს თუ მომაკიდებინებ, დაგტოვებო. იმ გოგომ, რა თქმა უნდა, უარი უთხრა და წავიდა. ამაზე არაფერი ვიცოდით მაშინ, მოგვიანებით გავიგეთ". [ფეხბურთელი ქალი] 

ორგანიზაციის კვლევით, ფიზიკურ და ვერბალურ სექსუალურ შევიწროებასთან ერთად, დასჯის მეთოდად იყენებენ სიტყვიერი შეურაცხყოფასაც.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად მაშინ ძალადობენ კაცები ქალ სპორტსმენებზე, როცა ისინი პატარები არიან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი