სამარცხვინო კაცი ხარ, კახა კალაძე - ნიკა გვარამია "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე

გამოქვეყნდა:

სამარცხვინო კაცი ხარ, კახა კალაძე - ამ მიმართვით "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფას გამოეხმაურა. 

"სამარცხვინო კაცი ხარ Kakha Kaladze კახა კალაძე.

Ekaterina Jojua ჟურნალისტს ეუბნები, რომ დამშვიდდეს? შენ, თვითონ ჟურნალისტი აკეთებ ამას? დაამშვიდე ეგ ბანდერლოგი, ჟურნალისტს და გოგოს რეებს ეუბნება?! თუ გგონია Tea Adeishvilis როგორ მოექცა, ეგ აღარ გვახსოვს?",- წერს ნიკა გვარამია

 ცნობისთვის, მაშინ, როცა კალაძე დასუფთავების სამსახურის გაფიცულ თანამშრომლებს ფეისბუქ- ლაივით პასუხობდა, მასთან ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ. "ოცნების" მერობის კანდიდატმა მისთვის არასასურველ შეკითხვებს ტრადიციულად თავდასხმით და აგრესიით უპასუხა. მან "ნაცარქექია" უწოდა ხაბეიშვილს, "მთავარის" ჟურნალისტს კი შეურაცხყოფა მიაყენა- "ნარკოლოგიურში წავიდეთ და შეემოწმე...დაგილევია შეირგე" - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი