ლევან ხაბეიშვილის თქმით, დასუფთავების სამსახურის გაფიცულ თანამშრომლებთან სუს-მა იმუშავა იმისთვის, რომ შეეწყვეტათ პროტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭერებით დაემუქრა:
დღეს უკვე ამ ადამიანებთან მუშაობდა ფაქტობრივად სრულიად დედაქალაქის მთავრობა და უსაფრთხოების სამსახური, რომ თურმე დაიჭერენ, სისხლის სამართლის საქმეს აღუძრავენ - ამბობს ხაბეიშვილი.
თითქმის ორდღიანი პროტესტი მეეზოვეებმა დღეს შეწყვიტეს. მათ მერიისგან მორიგი დაპირებები მიიღეს, რომ მოთხოვნებს დაუკმაყოფილებენ.