დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები სამუშაოს უბრუნდებიან - გაფიცვა შეწყდა. მათ "თბილსერვისს" 7 პუნქტიანი გეგმა წარუდგინეს, სადაც ითხოვდნენ კომპანიას რიცხვებით გაეწერა გაცემული პირობების შესრულების გრაფიკი. როგორც გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ხელფასები მათ იანვრიდან მოემატებათ, ხოლო სამუშაო ფორმებს სექტემბრიდან მიიღებენ. თუმცა რამდენით გაიზრდება ხელფასი ჯერ უცნობია. თავად მეეზოვეები 50%-იან მატებას ითხოვდნენ
გაფიცვა გუშინ, 6 აგვისტოს დაიწყო.
ამავე თემაზე: