ხელისუფლებასთან დაახლოებული NGO-ები "არჩევნების ჩაშლის" მცდელობაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და " სამართლიანი არჩევნების" ბოიკოტს ხელისუფლებასთან დაახლოებული არასამთავრობოები ეხმაურებიან და ავტორიტეტულ არასამთავრობოებს არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებენ, თუმცა ვერ აკონკრეტებენ რა ბერკეტით და როგორ.

"იმ ორგანიზაციისგან, რომელმაც გააყალბა პარალელური დათვლა, ვინმეს რეპუტაციაზე საუბარი სასაცილოა... როგორც ჩანს, იგივე სცენარს ველოდებით 2021 წელს და მათ შორის, სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციების მონაწილეობით"- ამბობს ლადო ბოჟაძე, " სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი".

დღეს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და " სამართლიანი არჩევნები" გამოეთიშნენ. ბოიკოტის მიზეზი ცესკოს მიმართ უნდობლობაა. ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ უწყება საკონსულტაციო ჯგუფს არაკვალიფიციური ადამიანებით დააკომპლექტებს.

ამავე თემაზე:

"თუკი იქნება შესაძლებელი, პროცესი შემოვაბრუნოთ" - ცესკო NGO-ების პროტესტს პასუხობს
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი