"თუკი იქნება შესაძლებელი, პროცესი შემოვაბრუნოთ" - ცესკო NGO-ების პროტესტს პასუხობს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციების ბოიკოტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამწუხარო ფაქტს უწოდებენ და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ, რომ თუ ისინი დაუბრუნდებიან პროცესს, შეეცდებიან მათი მოსაზრებები გაითვალისწინონ. 

"ეს იქნება უკიდურესად დამაზიანებელი პროცესისთვის, ვინაიდან ისეთი ავტორიტეტული 3 არასამთავრობო ორგანიზაციის გამოთიშვა ამ პროცესიდან, ნამდვილად ვერ წაადგება, იმ მიზანს, რომელიც ჰქონდა ამ საკანონმდებლო რეგულაციას. მე მინდა, ვთხოვო, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუკი იქნება შესაძლებელი, პროცესი შემოვაბრუნოთ, მოვიდნენ და დასხდნენ ჩვენთან ერთად. სხვა შემთხვევაში ამ მიმართულებით პროცესი იქნება, სამწუხაროდ, დისკრედიტირებული.",- თქვა გიორგი სიორიძემ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

ცნობისთვის, დღეს საკონსულტაციო ჯგუფის დაკომპლექტების პროცესს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და " სამართლიანი არჩევნები" გამოეთიშნენ. ბოიკოტის მიზეზი ცესკოს მიმართ უნდობლობაა. ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ უწყება საკონსულტაციო ჯგუფს არაკვალიფიციური ადამიანებით დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი