მეც გადავდექი და დეკანიც - საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორი ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

საპატრიარქოს წ.მ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის, სერგო ვარდოსანიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტი მის გარდა დეკანმაც დატოვა. როგორც ვარდოსანიძე ამბობს, გადადგომის მიზეზი მეუფე იაკობთან განსხვავებული ხედვებია.

ვარდოსანიძის თქმით, მან განცხადება პატრიარქთან უკვე შეიტანა, როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ საპატრიარქო მის გადაწყვეტილებას არ დააკმაყოფილებს, ის თანამდებობას, მისი ნებით, მაინც დატოვებს.

"პატრიარქთან შეტანილი მაქვს გადადგომის განცხადება. განსხვავებული ხედვა სასწავლო, აკადემიური და უნივერსიტეტის პერსპექტიულ განვითარებაზე. მეც გადავდექი და გადადგა დეკანიც. შეუძლიათ თქვან, რომ არ დავაკმაყოფილებო, თუმცა მე მაინც არ დავრჩები. ეს ის თემაა, რომ მიბრუნება არა, მე არ ვარ ახლა იმ ასაკში, რომ მივბრუნდე, განა ეს ჩემი გაბუტვისაა, მე სხვა შეხედულება მაქვს, იმას სხვა შეხედულება აქვს",- თქვა სერგო ვარდოსანიძემ "მთავართან" სატელეფონო კომენტარისას

არსებული ინფორმაციით, სტუდენტების ნაწილი სერგო ვარდოსანიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს და პასუხისმგებლობას მეუფე იაკობს აკისრებენ და ისინი საპროტესტო აქციასაც გეგმავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი