არასოდეს დაგტოვებთ მარტო - სოფო ჯაფარიძემ მედგიდის ახალი ჯგუფი შექმნა
შემოგვიერთდით ახალ ჯგუფში, იქამდე სანამ აღვადგენთ ჩვენ მედ გიდს - წერს ჯაფარიძე "ფეისბუქზე"
შეგახსენებთ, რომ "მედგიდის" ჯგუფი, რომელიც თითქმის 1 წლის მანძილზე, მძიმე ეპიდვითარების პირობებში მოქალაქეებს უანგაროდ ეხმარებოდა, დაიბლოკა.
ჯაფარიძე მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს და ამბობს, რომ გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ გაირკვეს მომხდარის მიზეზი