მესი „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელია - კონტრაქტში ლაპარაკია ორ გარანტირებულ და კიდევ ერთ წელიწადზე, რომლის დეტალებიც უცნობია.
არგენტინის ნაკრების კაპიტანი დღეს პარიზში სამედიცინო შემოწმებას გადის, ხვალ კი მისი ოფიციალური წარდგენა ექნება.
„პარი სენ ჟერმენმა“ მსოფლიოში უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბა. მის თავდასხმაში ითამაშებენ მესი, ნეიმარი და კილიან მპბაპე. ამ ზაფხულს პარიზელებმა დაიმატეს სერხიო რამოსი, მეკარე ჯან-ლუიჯი დონარუმა და ჟორჟინიო ვინალდუმი.
მესიმ ბარსელონა 5 აგვისტოს დატოვა.