დაკითხვები სუს-ში - სამოქალაქო ცენტრის წევრები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  "სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელების გამოკითხვა იწყება. გიორგი ყუფარაძე, ნიკა ცხვარაძე და ლაშა კუხიანიძე ლილუაშვილის უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც სუს-მა ორგანიზაციის ოფისი , მათი საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები გაჩხრიკა.  

ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები, სიდი დისკები, დოკუმენტები და პირადი ტელეფონები. მესამე სექტორის წარმომადგენლები მათ მიმართ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

"რა მუხლითაც არის საქმე აღძრული ჩვენთან რა შუაშია ამას ვერ ვხვდებით და ვერ ვგებულობთ. არანაირი საიდუმლო ინფორმაცია არ გვქონია, ჩვენ ღია ინფორმაცია რაც იყო იმაზე ვლაპარაკობდით. პოლიტიკური დევნა არის და მეტი არაფერი. ქართული ოცნებიდან ვართ წამოსულები და არ უნდათ რომ სხვა მიმართულებით აქტიურები ვიყოთ",-თქვა გიორგი ყუფარაძემ.

სუს-ის ინფორმაციით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა ოფიციალური განცხადების გარდა, უწყება დეტალებზე არ საუბრობს, რა იგულისხმება "სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებაში", რითიც საქმეა აღძრული.

ამავე თემაზე:

სუს-ი აღიარებს, რომ უწყებიდან ინფორმაცია ჟონავს - ახალი გამოძიება, რომელსაც გრიფი საიდუმლო ადევს 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი