სუსი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მის თანამშრომლებსა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა.
ამ შინაარსის სპეციალური განცხადებით სპეც სამსახურმა დღეს ფაქტობრივად აღიარა, რომ უწყებიდან ინფორმაცია ჟონავს, თუმცა უსაფრთხოების მაღალჩინოსნები საკუთრ პასუხისმგებლობაზე არაფერს ამბობენ და მხოლოდ გამოძიების დაწყებას გვატყობინებენ.
სუს-ის გამოძიება შესაძლოა უკავშირდებოდეს ნიკა გვარამიას მიერ გასაჯაროებულ ე.წ. კრებსებს, თუმცა სუს-ში დამატებით განმარტებას არ აკეთებენ და ამბობენ, რომ გამოძიებას გრიფით საიდუმლო ადევს. უწყებას არც გამოკითხვაზე დაუბარებია "მთავრი არხის" გენერალური დირექტორი.
დღეს სუს-ის გამომძიებლები სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრში გამომძიებლები იმყოფებოდნენ, ოფისიდან წაიღეს ტექნიკა, თანამშრომლები კი დაკითხვაზე გადაიყვანეს.