მაშინ, როდესაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებს წყალი, გზა და გამართული ინფრასტრუქტურა არ აქვს, მერია მისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს ვერ ხარჯავს.
"აი ფაქტის" მონაცემებით, 2020 წელს მერიას აუთვისებელი დარჩა 1.6 მილიონი ლარი, 2019 წელს 2.2 მილიონი ლარი, 2018 წელს კი 3.8 მილიონი ლარი.