თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულ ივანე ტყეშელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, თამარ მახარობლიძემ მიიღო.
ამასთან, ტყეშელაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.
ცნობისთვის, ბექა ონიანს თავს 17 მაისს დაესხნენ. 31 წლის ონიანის ცემის ფაქტზე შსს-მ 1995 წელს დაბადებული პირი დააკავა. ბრალდებულს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავება (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბექა ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა - ახალგაზრდა მუსიკოსი ექიმებს ხელოვნური კომიდან გამოჰყავთ. ონიანს თავს 17 მაისს დაესხნენ