მიკროსაფინანსოები მევალეების მონაცემებს სააღსრულებლო ბიუროში გზავნიან

გამოქვეყნდა:

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იმ ადამიანების საქმეებს, ვინც პროცენტს ვერ იხდის, სააღსრულებლო ბიუროში გზავნის. "მთავარს" კომპანია "მოგოს" კლიენტი დაუკავშირდა, რომელიც საშეღავათო პერიოდით ვერ სარგებლობს და ვერც სესხის გადახდას ახერხებს. "მოგოსთვის" მოქალაქის არგუმენტი, რომ პანდემიის დროს სამსახური დაკარგა, მიუღებელი აღმოჩნდა.  

ვერ ვსარგებლობ მე ამ საშეღავათო პერიოდით, არანაირი დახმარება არა მაქვს . დამირეკა "მოგოს" იურისტმა და მითხრა, რომ თქვენი საქმე გადმომცეს მეო. მუქარაც გამოდის, მესიჯებიც გამომიგზავნეს, თქვენი მანქანა ძებნაზეა გადაცემულიო. ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ." ამბობს მთავართან საუბარში მაია შერმადინი.

მისივე თქმით, დასახმარებლად მერიასაც მიმართა, თუმცა იქ უთხრეს, რომ "მოგო" კერძო კომპანიაა და როგორ მოიქცევა ის, მათ არ ეხებათ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი