ლორთქიფანიძის ქუჩაზე, მოსახლეობა ევაკუაციას ითხოვს, მერია დუმს

გამოქვეყნდა:

თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე მოსახლეობაა შეკრებილი. ისინი დახმარებას და ევაკუაციას ითხოვენ იმ ადგილიდან სადაც ცოტა ხნის წინ, 14 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ადგილას მიწა ჩამოიშალა და იქვე მდებარე 10 სართულიან საცხოვრებელს საფრთხე შეუქმნა.

მოსახლეობა ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვთ, იქ დარჩენა კი მათი სიცოცხლისთვის არის საფრთხისშემცველი.

ადგილზე ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო. მოსახლეობის გაღიზიანება საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის წასვლამ გამოიწვია, რომელმაც მოსახლეობას პასუხი ვერ გასცა.

ნგრევის საფრთხის ადგილას იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, სამშენებლო ნებართვა სავარაუდოდ კანონდარღვევით გაიცა და კორუფციის ნიშნებს შეიცავს, ვინაიდან როგორც გაირკვა, ლორთქიფანიძის ქუჩაზე 14 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი, ტარიელ გიორგაძე აშენებს. მათივე ინფორმაციით, გიორგაძემ მმართველ პარტიას გასულ წელს 60 000 ლარი შესწირა.

ინციდენტი თბილისში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მშენებარე კორპუსთან მიწის მასა ჩამოიშალა

ავტორი: ლევან ჯავახიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი