"ჩვენი ბრალეულობა არაა" - ლორთქიფანიძეზე, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი

გამოქვეყნდა:

ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც გუშინ, 12 აგვისტოს, 14 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ადგილას მიწა ჩამოიშალა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კორპუსის აშენებისთვის მათ მერიისგან ნებართვა ჰქონდათ, ყველა რეგულაციას იცავდნენ და მიწის ჩამოშლა კორპუსის მშენებლობას არ უკავშირდება.

"ყველა, რაც რეკომენდაცია გასცა მერია, აბსოლუტურად ყველა დაცული იყო. ეს შენობა, რომელიც დგას, ჩვენს წითელ ხაზებშია, ანუ კედლის ჩამონგრევა გამოიწვია. ჩვენი ბრალეულობა აქ არაფერ შუაშია, ჩვენ ვაკეთებდით წინასამუშაოებს",-ამბობს კომპანიის წარმომადგენელი

დღეს დილიდან, ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრები საცხოვრებელი სახლებიდან ნივთების გატანას ცდილობენ, თუმცა მათ კორპუსში ისევ არ უშვებენ.

90 ოჯახი ევაკუირებულია, ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე,   მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო, ადგილზე ჩამოშლილია კლდის ფერდები, რამაც საცხოვრებელ კორპუსს ნგრევის საფრთხე შეუქმნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი