ახალი რეგულაციებით აიკრძალა მუსიკალური ფესტივალები, რის გამოც ბევრი ღონისძიება გაუქმდა. მათ შორის ფესტივალი "როკვა", რომელიც დღეს რაჭაში, შოვში უნდა დაწყებულიყო და ის კოვიდ უსაფრთხო გარემოში უნდა ჩატარებულიყო.
ორგანიზატორებს შესაბამისი გეგმა როგორც ჯანდაცვის ასევე კულტურის სამინისტროებში ჰქონდათ წარდგენილი, თუმცა სახელმწიფომ საქმეში ისევ პოლიცია ჩართო და ფესტივალის ორგანიზატორებს გეგმებზე უარი მუქარისა და შანტაჟის გზით ათქმევინა.
ორგანიზატორები დაიბარეს ონის პოლიციაში და უთხრეს, რომ თუ ფესტივალი მაინც ჩატარდებოდა, შევიდოდა პოლიცია ტერიტორიაზე, დალუქავდა, ხოლო იქ შეკრებილებს კი ტერიტორია დაატოვებინებდნენ. და ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორგანიზატორები თანახმა იქნებოდნენ კანონით გათვალსწინებული ჯარიმა - 10 000 ლარი გადაეხადათ.