ახალი შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა | სრული სია

გამოქვეყნდა:

გართულებული ეპიდვითარების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდება.

კერძოდ, 3 კვირის განმავლობაში:

  • შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
  • სრულად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით;
  • იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
  • კვების ობიექტები ნაცვლად 00:00 საათისა იმუშავებენ 23:00 საათამდე.

საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, ანალოგიური რეკომენდაცია გაიცემა კერძო სექტორზეც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი