"წართმეული ტერიტორიები ჩვენთვის არავის დაუბრუნებია" - არველაძე რუსეთის ნაკრების შესაძლო მწვრთნელობაზე

გამოქვეყნდა:

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა რუსულ გამოცემა Sports.ru-ს ინტერვიუ მისცა. ქართველმა სპეციალისტმა არამარტო ფეხბურთის, არამედ ზოგად საკითხებზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმუშავებდა თუ არა რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად, არველაძემ მას 2008 წლის გახსენება ურჩია.

ჯერჯერობით ჩვენთვის წართმეული ტერიტორიები და მიწები არავის დაუბრუნებია. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები ბათუმში. მახსოვს, როგორი საშინელება იყო, ძნელია ამის დავიწყება. კლუბში მუშაობა ერთია, მაგრამ ნაკრებში - სხვა. არ მინდა თქვენი ქვეყანა და კულტურა პოლიტიკაში გავურიო, მაგრამ ეს ყოველთვის მეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში, - განაცხადა არველაძემ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი