ძლიერმა ქარმა საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ გზაზე ხეები მოგლიჯა - პარალიზებულია მოძრაობა

გამოქვეყნდა:

ძლიერმა ქარმა საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ მთავარი საავტომობილო გზის ლაგოდეხის მონაკვეთზე ხეები და გარე განათების ბოძები მოგლიჯა. პარალიზებულია სატრანსპორტო გადაადგილება.

მოგლეჯილი ხეები მსუბუქ ავტომობილს დაეცა, თუმცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სტიქიის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და გზის გაწმენდას ცდილობენ. 

ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფი და საპატრულო პოლიციაც. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროსადენებიც. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი