"თუ პუტინი არ დათანხმდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, აშშ და ევროპა "ზომებს მიიღებენ" | გერმანიის საგარეო მინისტრი რუბიოს შეხვდა

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან საუბრისას შეთანხმდნენ, რომ თუ ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, შეერთებული შტატები და ევროპა "ზომებს მიიღებენ". ინფორმაციას Sueddeutsche Zeitung-ი ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ გერმანიის საგარეო მინისტრი აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა და მარკო რუბიოს შეხვდა. ვადეფულის ეს ვიზიტი ასევე მიზნად ისახავდა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის, ვაშინგტონში ვიზიტისთვის მომზადებას.

სხვა საკითხებთან ერთად, ვადეფულსა და რუბიოს შორის მოლაპარაკებების თემა უკრაინაში ომის დასრულება იყო. გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ "არსებობს შეთანხმება დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" და უკრაინა ამისთვის მზადაა, მაგრამ რუსეთი არა.

"სწორედ ამიტომ შევთანხმდით დღეს, რომ მჭიდროდ შევათანხმებთ შემდეგ ნაბიჯებს, რათა პუტინმა საბოლოოდ შეძლოს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა", - თქვა ვადეფულმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი