ტოკიოში, ერთ-ერთი სასტუმროს დაცვის ცემის გამო, პარაოლიმპიელი ძიუდოისტი, ზვიად გოგოჭური დისკვალიფიცირებულია. საუბარია, 16 აგვისტოს იაპონურ გამოცემაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ქართველმა პარაოლიმპიელმა ტოკიოში სასტუმროს დაცვას სცემა.
საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია, არ არის გამორიცხული მომხდარის გამო, ოლიმპიადაზე ასპარეზობა ზვიად გოგოჭურთან ერთად მყოფმა კიდევ ოთხმა სპორტსმენმაც ვერ შეძლოს.