დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ფორმები ერთია, ბევრ პრობლემას შორის, რომელსაც მეეზოვეები აწყდებიან. ყვებიან, რომ არ აქვთ პირობები მძიმე სამუშაოს შემდეგ დაისვენონ და არ აქვთ არც შესაბამისი ანაზღაურება. იღებენ დაპირებებს, თუმცა ისინი არ სრულდება.
ამბობენ, რომ ფორმების შეკერვაზე დედაქალაქის მერის კახი კალაძის მეუღლის სამკერვალო ზრუნავს. ანუკი არეშიძემ დღეს ეს ინფორმაცია უარყო.
რატომ ექცევიან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს დამამცირებლად, რატომ აკნინებენ მათ არ უქმნიან სათანადო პირობებს. რატომ უწოდებს მერია მეეზოვეებს ციყვებს - ყველაფერი რომეო მიქაუტაძეს თბილსერვისის ხელმძღვანელს ვკითხეთ, ვრცლად გვესაუბრა, ბრალდებებს ბრალდებებითვე უპასუხა, შემდეგ კი დაპირებული დოკუმენტების ნაწილი გვიჩვენა - საილუსტრაციოდ რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროტესტი უსაფუძვლოა. თუმცა ვნახეთ მხოლოდ რამდენიმე განცხადება ხელშეკრულება და დღიური რეპორტი - ცხრილი, რომელსაც თარიღი არ ჰქონდა.
ჩინოვნიკები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მუშაობის ხარჯზე მდიდრდებიან - ასე ფიქრობს ოპოზიცია, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ მეეზოვეების მხილება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ის უნდა გამოიძიონ, თუმცა ხვდებიან, რომ მეოცნებეების ხელისუფლება ამ საქმით დაინტერესებას არ აპირებს.
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მეეზოვეების მიმართ შემაშფოთებელია უფლებადამცველებისთვის.
იხილეთ ასევე:
მეეზოვეების მხილება და კორუფციული სქემები მერიაში | კალაძის უწყებაში ბრალდებებს უარყოფენ