მეეზოვეების მხილება და კორუფციული სქემები მერიაში | კალაძის უწყებაში ბრალდებებს უარყოფენ

გამოქვეყნდა:

მერიაში ბრალდებებს უარყოფენ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სკანდალურ მხილებას მათი ხელმძღვანელი აბსურდს უწოდებს. რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ ადამიანებს, ვინც კალაძის უწყებაში პოლიტიკურ რეპრესიებსა და კორუფციულ სქემებზე საუბრობენ, გარკვეული ინტერესენი ამოძრავებენ. 

მერიის მაღალჩინოსანი უარყოფს მათ მიერ გამჟღავნებულ ყველა ფაქტს, თუმცა პრობლემების არსებობას დედაქალაქის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. 

მიქაუტაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის, მეეზოვეების ფორმები მარაგში არ არის, მაგრამ 1-ლი სექტემბრიდან მათ ეს ფორმები ხელკშეკრულებების თანახმად დაურიგდებათ. 

რომეო მიქაუტაძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს უთხრა ისიც, რომ მისცემდა და აჩვენებდა დოკუმენტებსა და ხელშეკრულებებს, სადაც ნაჩვენები იქნებოდა ყველაფერი, რაზეც გუშინ "მთავარ აქცენტებში" მეეზოვეები საუბრობდნენ. თუმცა, ამის შემდეგ, მიქაუტაძემ ჟურნალისტს ოფიციალური მიმართვა მოსთხოვა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი