
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. აუქციონი დღეს, 20 აგვისტოს შედგა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1249 შეადგინა.
კურსი კი რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1323 ლარი იყო.
1 ევროს ღირებულება 3.6514 ლარი გახდა. დღევანდელი ოფიციალური კურსით კი 3.6623 ლარი ღირდა.