
„ჩვენი სახელმწიფო პროგრამები და ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ასევე ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც ფიქსირდება ეკონომიკაში, უკვე მომდევნო თვეებში აისახება უმუშევრობის დონის მნიშვნელოვან შემცირებასა და დასაქმების ზრდაში. ცალსახად პოზიტიურია ის გარემოება, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის აქტიურობის დონე 50.3%-დან 51.4%-მდე, ხოლო თავად სამუშაო ძალა 44.1 ათასით გაიზარდა"
ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქსტატის მონაცემების კომენტირებისას.