საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი უმუშევარია | რატომ გაიზარდა უმუშევრობა

გამოქვეყნდა:

უმძიმესი პანდემიური მდგომარეობა სულ უფრო აღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს. ოფიციალური მონაცემები კიდევ ერთ კრიტიკულ ფაქტს ადასტურებს - ქვეყანაში იზრდება უმუშევრობა.

საქსტატის აღრიცხვით, წინა წელთან შედარებით სამსახურის გარეშე კიდევ უფრო მეტი ადამიანი დარჩა და ახლა თითქმის ყოველი მეოთხე უმუშევარია. უმუშევრობის ზრდა ნიშნავს, რომ კრიზისია ბიზნესში.

მეწარმეები დიდი ხანია ხელისუფლებისგან კონკრეტული ტიპის დახმარებას და აქტიურობას ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ. უფრო მეტიც - დღემდე არ არსებობს პასუხი კითხვაზე რაში და რამდენად ეფექტურად დაიხარჯა მილიარდები, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის სახელით პანდემიასთან ბრძოლისთვის კრედიტად აიღო.

კომპანიები, შემოსავლის შემცირების გამო, თანაშრომლებს სახლში უშვებენ. ამის გამო ადამიანები უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობის დროს საარსებო მინიმუმის გარეშე რჩებიან. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამ თვეში უმუშევრობის დონე წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით თითქმის 4%-ით გაიზარდა და 22.1% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი უმუშევარია. 

რატომ გაიზარდა უმუშევრობა - ამ თემაზე Facebook-ზე ეკონომისტი ოთარ აბესაძეც პოსტავს:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი