თბილისის შემდეგ, სანდასუფთავების თანამშრომლები ბათუმშიც ალაპარაკდნენ. მეეზოვეები აცხადებენ, რომ ორი დღის წინ, სამსახურის ხელმძღვანელობამ იმ მიზნით, რომ ბათუმშიც არ გაემართათ აქციები, მეეზოვეებს პრემიები დაურიგა.
ბათუმელი მეეზოვეების თქმით, ორი წელია მათთვის ფორმები არ მიუციათ, პრობლემებია სამუშაო ინვენტართან დაკავშირებითაც. სანდასუფთავების თანამშრომლები გაუსაძლის სამუშაო პირობებზე საუბრობენ.
"თბილსერვის ჯგუფის" დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ, ადმინისტრაციისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა კი უკვე ამოიწურა, თუმცა ჯერჯერობით თბილის მერია დუმს.
ამ დრომდე უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა კალაძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნებს. ამის პარალელურად, პროტესტის ორგანიზატორი ირაკლი ბაღდავაძე დღეს 3 საათზე "თბილსერვისის" მონიტორინგის სამსახურმა დაიბარა.
ირაკლი ბაღდავაძე არც მის დაჭრას გამორიცხავს და ამბობს, რომ მერიაში მას შემდგ გაღიზიანდნენ, რაც მან ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" თბილსერვის ჯგუფში არსებულ ვითარებაზე, დამამცირებელ მოპყრობასა და კორუფციაზე, ხმამაღლა ისაუბრა.