თბილსერვისის თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე ამბობს, რომ მის დაჭერას აპირებენ. განცხადება მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" გააკეთა. ბაღდავაძის თქმით, პროტესტისა და ხელმძღვანელობის მხილებისთვის, მის დასჯას აპირებენ:
"მე მაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ჩემ დაჭერას. რამდენიმე ადამიანის აყვანას, დაწერას, რომ ვითომდა მე ვემუქრებოდი ჩაცხრილვით. ნეტა რითი უნდა ჩავცხრილო ცოცხით? დამპალი მანქანით, თუ ბუნკერით?" - ამბობს ბაღდავაძე და სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს:
"მივმართავ სახალხო დამცველს და ვთხოვ, ერთადერთი კაცი ვარ, არ მაქვს ფინანსები რომ მყავდეს წესიერი იურისტი. კორუფციას ვებრძვი მარტო. დამიდგეს გვერდში ვინმე უფასოდ არ შეიძლება? მჭირდება სახალხო დამცველის გვერდში დგომა, წესიერი იურისტის გვერდში დგომა და ამის საშუალება არ მაქვს" ამბობს ბაღდავაძე.
თბილსერვისის მოქმედი თანამშრომელი გუშინდელ აქციასასც გამოეხმაურა, სადაც მას კონტრბრალდებები მისივე კოლეგებმა წაუყენეს და ამბობს, რომ აქცია მერიის დაორგანიზებული იყო. ბაღდავაძის თქმით, მერიაში მას შემდგ გაღიზიანდნენ, რაც მან ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" თბილსერვის ჯგუფში არსებულ ვითარებაზე, დამამცირებელ მოპყრობასა და კორუფციაზე, მან ხმამაღლა ისაუბრა.
ამავე თემაზე: