პირველი ინტერვიუ დანიელ ტურისტ ქალთან, რომელიც "მთავარ არხს" მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის დეტალებს უყვება. მისი თქმით ის ჯერ მოწამლეს, შემდეგ გააუპატიურეს და გაძარცვეს.
კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. ცნობილია სავარაუდო თავდამასხმელის ვინაობაც, რომელიც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
"არაფერი მახსოვს, მან დამალევინა, მაგრამ იმდენი არ დამილევია, რომ არაფერი მახსოვდეს. დილით, რომ გავიღვიძე იმ მამაკაცთან ერთად ვიყავი და შოკირებულმა დავრეკე პოლიციაში. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ აღმოვჩნდი მის საწოლში. პოლიცია რომ მოვიდა, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ჩანთიდან 2 000 ევრო იყო გამქრალი. პოლიციამ ორივე დაგვკითხა, ისინი თვლიან, რომ მე გაუპატიურებაში მხოლოდ იმიტომ ვდებ ბრალს მამაკაცს, რომ მან მე ფული მომპარა. ვარაუდობენ, რომ ჩემი მოტივი შეიძლება სწორედ ეს იყოს, მაგრამ ჩემთვის ფული მეათეხარისხოვანია. რაც შეეხება ექსპერტიზას, მათ მხოლოდ სისხლის ანალიზი ამიღეს, რომ ნარკოტიკებზე შევემოწმებინე და როდესაც, ვუთხარი, რომ ექიმის ნახვა მინდოდა მითხრეს, რომ საავადმყოფოები დაკეტილია", - ამბობს დანიელი ქალი.
ცნობისთვის, დანიელი ტურისტი ამბობს, რომ 21 აგვისტოს მასზე სექსუალურად იძალადეს.
იხილეთ ასევე: