ნინო თიბილაშვილი ფინალშია, ირმა ხეცურიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს - ტოკიოს პარალიმპიური თამაშები

გამოქვეყნდა:

ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი ფინალში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ირმა ხეცურიანი კი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისათვის განაგრძობს. 

ფინალში ნინო თიბილაშვილი ჩინელ სპორტსმენს ბიან ჟინგს თბილისის დროით 13:30 საათზე შეხვდება.

ირმა ხეცურიანი უძლიერეს ჩინელ მეტოქესთან ნახევარფინალში დამარცხდა. ბრძოლა ბრინჯაოს მედლისთვის თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და მისი მეტოქე ჩინელი პარამოფარიკავე შაო რონგი იქნება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი