ვაშლიჯვრის გზა გახსნეს - გეოლოგები "შეკავებულ მეწყერს" სკეპტიკურად უყურებენ

გამოქვეყნდა:

ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზაზე მოძრაობა აღდგა. დედაქალაქის მერიის მტკიცებით, ტერიტორია მეწყერსაშიში აღარ არის და გადაადგილება უსაფრთხოა. საპირისპიროს ამბობენ გეოლოგები. თეა გოდოლაძის თქმით, მეწყერსაშიში უბნების უსაფრთხოდ გადაქცევა შეუძლებელია. 

"მეწყერსაშიში უბნების უსაფრთხოდ გადაქცევა გამორიცხული თემაა, გამაგრების მიუხედავადაც. გამაგრება არასოდეს არ არის 100%-ნი. მეწყრის შეკავება და გაჩერება წარმოუდგენელია. ეს უბანი არის მეწყერსაშიში,- ამბობს თეა გოდოლაძე.

გეოლოგების განცხადებას გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძეც. კალაძე ამტკიცებს, რომ დამოუკიდებელ ექსპერტებს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და ისინი პოლიტიკურ სპეკულაციებში არიან ჩართული.

მაჭავარიანის ქუჩაზე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრობა 6 თვის წინ შეიზღუდა. ინფორმაცია და ფოტომასალა, რომ ტერიტრიაზე ნაპრალები გაჩნდა და მეწყერი დაიძრა, მარტში გავრცელდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი