ვლადიმერ ვაისი ნაკრებში რჩება - სფფ-მ სლოვაკ სპეციალისტს ხელშეკრულბა გაუხანგრძლივა

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ ვაისი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში რჩება. სლოვაკ სპეციალისტს ფეხბურთის ფედერაციამ ხელშეკრულება 2020 წლის ბოლომდე გაუგრძელა. ფედერაციის ცნობით, ნაკრებში ვაისის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაც რჩება.

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2016 წლის მარტიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა 40 მატჩი ჩაატარა. სლოვაკ სპეციალისტთან ერთად, საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშებისა და ლიგის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეიოფში იბრძვის.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილი ევრო 2020-ის პლეიოფის მატჩები მსოფლიო პანდემიის გამო, შემოდგომისთვის გადაიდო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი