
სარესტორნო ბიზნესი ხელისუფლებას საგადასახადო და საბანკო კრედიტებზე შეღავათების დაწესებას სთხოვს. რესტორატორები ამბობენ რომ ის მცირე შეღავათები, რაც ხელისუფლებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში პანდემიის პირობებში ბიზნესისთვის დაუშვა, ფორმალური იყო და მათთვის რეალური სარგებელი არ მოუტანია.
ამიტომ, ქართული ოცნების ხელისუფლებას ისინი მოუწოდებენ, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს გადასახადი შეუმცირდეს და დაწესდეს გონივრული რეგულაციები.
ბიზნესის მოთხოვნა რომ ლეგიტიმურია, ამაზე ეკონომისტებიც საუბრობენ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას მილიარდობით ლარი, რომელიც საქართველომ ვალის სახით აიღო, სწორედ ბიზნესის გადარჩენისთვის უნდა დაეხარჯა.
სარესტორნო ბიზნესი ხელისუფლების პასუხს ელოდება. ღარიბაშვილი და მისი კაბინეტის ეკონომიკური გუნდი კი დუმს.
ავტორი: ნინო გიგაური