კრემლის პროპაგანდისტი თბილისში და თვალთვალი პუტინის რეჟიმს გამოქცეულ აქტივისტებზე - დაკითხვა პოლიციაში

გამოქვეყნდა:

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარია კულენკოვა უკვე მე-4 დღეა თბილისშია, თუმცა ამ დრომდე უცნობია მისი კონკრეტული ადგილსამყოფელი.

კულენკოვა პოლიციამ მას შემდეგ დაკითხა, რაც ქართულმა მედიამ მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ირკვევა, რომ რუსი ჟურნალისტი თბილისში რუსეთიდან გამოქცეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. კულენკოვას საქართველოში ყოფნის შესახებ პოლიციას ინფორმაცია, სწორედ რუსმა აქტივისტებმა მიაწოდეს. ისინი ამბობენ, რომ "რენ ტივის" ჟურნალისტი რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებს.

კულენკოვას დაკითხვა პოლიციაში გუშინ, 26 აგვისტოს 5 საათი გაგრძელდა, თუმცა მან შენობა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

"მომხდართან დაკავშირებით პოლიციას სრული ინფორმაცია მივაწოდე. ადამიანი, რომელიც რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიიდან არის, პირადად ჩემგან ცდილობდა ინფორმაციის მიღებას. მეკითხებოდა იმ ადამიანების შესახებ, ვისაც ეძებდა. ასევე აინტერესებდა, ვიცნობდით თუ არა ალექსეი ნავალნის, კორუფციასთან ბრძოლის ფონდისა და რუსეთის ლიბერალური პარტიის წევრებსაც. აინტერესებდა საქართველოში ამ ადამიანების საქმიანობა და მათი შემოსავლის წყარო",-ამბობს ერთ-ერთი რუსი აქტივისტი.

რუსი ჟურნალისტი, ოლეგ პამფილოვი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტები საქართველოში გადაადგილდებიან, დაზვერვისთვის ინფორმაციას აგროვებენ და კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ.

ისინი დაზვერვისთვის ინფორმაციას აგროვებენ და კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ. ამ ყველაფრის უკან, რუსეთის სამხედრო დაზვერვა, KGB და დაინტერესებული სპეცსამსახურები დგანან. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში კოორდინატორებიც ჰყავდეთ, ეს ადამიანები დაქირავებული პირები არიან. მათი მიზანი უმეტესად, ადამიანების დისკრედიტაცია, გატაცება და განადგურებაა, ისევე როგორც ამას, ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ამზადებენ",-თქვა ოლეგ პამფილოვი.

ამავე თემაზე:

კრემლის პროპაგანდისტები თბილისში | რა ინფორმაციას აგროვებს რუსი ჟურნალისტების ჯგუფი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი