2020 წელს სასტუმროები 2019 წელთან შედარებით, 66.5%-ით-ით ნაკლებ სტუმარს მოემსახურა - საქსტატი

გამოქვეყნდა:

2020 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1 344.7 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 66.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

მათივე მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1 010 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 1 054 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით).  აღნიშნული მაჩვენებელი 37.3%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით

როგორც დეკლარირებულ მონაცემებშია ნათქვამი, 2020 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 57.9 ათასი შეადგინა, რაც 24.1%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

გარდა ამისა, სტუმართა 30.6%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 16.0% რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 87.6 %-ით ნაკლებია.

ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიის (უცხოელი სტუმრების 3.1 პროცენტი) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი უკრაინისა (უცხოელი სტუმრების 10.3 პროცენტი) და ისრაელის (უცხოელი სტუმრების 9.7 პროცენტი) მოქალაქეებს ეკავათ.

2020 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 13 615 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (54.8 %) ქალები წარმოადგენდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი